2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
იურიდიული ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აცხადებს გარე მობილობას:
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 300 ვაკანტური ადგილი;
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 50 ვაკანტური ადგილი;
- საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი (სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა);
- საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი (სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა);
- ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი;
- ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი;
სტუდენტები, რომლებიც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით https://emis.ge/newss/2141/ მოიპოვებენ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №12/01-01, 24.01.2023)
თსუ–ის რექტორის 24.01.2023 წლის N12/01-01 ბრძანების https://www.tsu.ge/ka/legal/46391 თანახმად განისაზღვრა 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:
ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 10 – 13 თებერვალი; განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის /შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის-„CERTUS”-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 14 - 15 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) –16 თებერვალი;
იხილეთ: https://www.tsu.ge/ka/news/
საკონტაქტო ინფორმაცია:
(დამოწმებული დოკუმენტაციის მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №111 (იუროდიული ფაკულტეტის კანცელარია)
გისურვებთ წარმატებებს!